13:58 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-23 17:29:41, 795 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - რუსმა „ენდოკრინოლოგებმა“ ვერცხლისწყლის და დარიშხანის კოქტეილი ერთხელ უკვე გამომიწერეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მისი მოწამვლის შესახებ წერს. ექსპრეზიდენტის განცხადებით, მას რუსმა "ენდოკრინოლოგებმა" "ვერცხლისწყლისა და დარიშხანის კოქტეილი გამოუწერეს".

"მე რუსმა “ენდოკრინოლოგებმა” ერთხელ უკვე გამომიწერეს ვერცხლისწყლის და დარიშხანის კოქტეილი", - წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ ექსპრეზიდენტმა მოწამვლის საკითხზე სოციალურ ქსელში განცხადება გუშინ, 22 თებერვალსაც გაავრცელა. სააკაშვილი "ვივამედის" ექიმების საგანგებო ბრიფინგს გამოეხმაურა და თქვა, რომ კლინიკამ მისი მთავარი დაავადებების - მეტალებით მოწამვლის, ანორექსიისა და კახექსიის მკურნალობაზე უარი განაცხადა.

ცნობისთვის, 22 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, თამარ დავარაშვილმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმებისკენ მიდის. დავარაშვილის თქმით, პაციენტი დასუსტებულია, არის მწოლიარე მდგომარეობაში, აქვს კიდურების ტკივილი, სხეულის წონა და მასის ინდექსი კი დაქვეითებულია. 

ბრიფინგზე ასევე ისაუბრა "ვივამედის" ენდოკრინოლოგმა და ნუტრიციოლოგმა სოფო მებუკემ, რომელმაც აღნიშნა, რომ პაციენტის ენერგეტიკული ბალანსი უარყოფით რეჟიმშია, რაც ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილი მისი ორგანიზმის ფუნქციონირებისა და წონის შენარჩუნებისთვის საჭირო კალორიების მესამედს ან მეოთხედს იღებს. ენდოკრინოლოგის აზრით, მადის დაქვეითების ფენომენს თავისუფლების იძულებით აღკვეთა განაპირობებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics