13:59 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-23 00:06:07, 886 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - უმეტეს შემთხვევაში „ნაცმოძრაობის“ შვილები არიან „სირცხვილიას“ ლიდერები

ირაკლი კობახიძე: უმეტეს შემთხვევაში „ნაცმოძრაობის“ შვილები არიან „სირცხვილიას“ ლიდერები. როგორ შეიძლება ვინმემ ამტკიცოს, რომ „ნაცმოძრაობის“ გაგრძელება და დანამატი არ არის ეს ორგანიზაცია

„ნაცმოძრაობის“ ოჯახის წევრები, უმეტეს შემთხვევაში შვილები არიან „სირცხვილიას“ ლიდერები. როგორ შეიძლება ვინმემ ამტკიცოს, რომ „ნაცმოძრაობის“ გაგრძელება და დანამატი არ არის ეს ორგანიზაცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

კობახიძის თქმით, გარდა იმისა, რომ მოძრაობა „სირცხვილია“ პოლიტიკური ორგანიზაციის დანამატია, თავისი შინაარსით ეს არის ექსტრემისტული ორგანიზაცია, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში პირდაპირ იყო ჩართული დესტრუქციულ ქმედებებში. „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებმაც, მხარდამჭერებმაც, აბსოლუტურად ყველამ იცის, რომ სირცხვილია არის “ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ექსტრემისტული ფრთა.

„ნაცმოძრაობის“ არის თუ არა ჯერ ამით დავიწყოთ, ელემენტარულად „ნაცმოძრაობის“ ოჯახის წევრები არიან, უმეტეს შემთხვევაში შვილები არიან „სირცხვილიას“ ლიდერები. როგორ შეიძლება ვინმემ ამტკიცოს, რომ ნაცმოძრაობის გაგრძელება და დანამატი არ არის ეს ორგანიზაცია. ერთი რომ პოლიტიკური ორგანიზაციის დანამატია, მაგრამ მეორე მთავარი საკითხი არის ის რომ თავისი შინაარსით ეს არის ექსტრემისტული ორგანიზაცია, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში პირდაპირ იყო ჩართული დესტრუქციულ ქმედებებში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics