14:06 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-22 13:24:05, 783 ნახვა

პოლიტიკა
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას EU-ში გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ, კიშინიოვში გამართულ სესიაზე, „საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის თაობაზე“ რეზოლუცია მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, ასამბლეა მიესალმება ევროკომისიის მიერ 2022 წლის 23 ივნისს მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას, უკრაინისა და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამივე ქვეყანა არის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი.

ევრონესტის საპარლამენტო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში და პატივი სცეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას  ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღიარებს იმ წვლილს, რომელიც საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკას ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და კეთილდღეობის მიმართულებით შეაქვთ და ხაზს უსვამს სამივე ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობას რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, ბიძგი მისცენ ევროკავშირის გაფართოების პროცესს და გადადგან კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით.

ცნობისთვის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა 2023 წლის 19-21 თებერვალს კიშინიოვში გაიმართა, რომელშიც ევროპარლამენტის წევრებთან ერთად აზერბაიჯანის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის პარლამენტის წევრები მონაწილეობდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics