16:15 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 11:13:54, 674 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დუშეთის ლაბორატორიაში ადგილობრივი მოსახლეობა სურსათის კვლევის მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას მიიღებს

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დუშეთის ლაბორატორიაში ადგილობრივი მოსახლეობა სურსათის კვლევის მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას მიიღებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დუშეთის ლაბორატორიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი ესწრებოდნენ. 

მათივე ცნობით, შეხვედრაზე დუშეთის რეგიონულ ლაბორატორიაში მიმდინარე სამუშაოები და სურსათის კვლევის მიმართულებით დასანერგი დიაგნოსტიკის ახალი მეთოდები განიხილეს. საუბარი შეეხო ლაბორატორიის შესაძლებლობების საკითხს და სამომავლო გეგმებს. 

„ევროკავშირთან დაახლოების პროცესში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი რეგიონული ლაბორატორიების არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დუშეთის ლაბორატორიაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევები მიმდინარეობს ცხოველთა დაავადებებისა და სასმელი წყლის დიაგნოსტიკის მიმართულებით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე დუშეთის ლაბორატორიას დაემატება სურსათის კვლევის მიმართულება, რაც განსაკუთრებული ნაბიჯი იქნება,“ - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა. 

ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს, სოფლის განვითარების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დუშეთის ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics