|
2023-02-20 22:57:27, 1679 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ უკრაინას 460 მილიონ დოლარს უგზავნის, მთლიანი სამხედრო დახმარება 27 მილიარდ დოლარს აჭარბებს
პენტაგონმა გამოაცხადა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, აშშ გამოუგზავნის კიდევ 450 მილიონ დოლარს, ასევე დამატებით 10 მილიონ დოლარს ენერგეტიკული სისტემის აღსადგენად. განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სამხედრო დახმარების მთლიანმა მოცულობამ 27 მილიარდ დოლარს გადააჭარბა 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ. 460 მილიონი დოლარის ოდენობის ახალი დახმარების პაკეტის ფარგლებში, შეერთებული შტატები უკრაინას მიაწვდის საბრძოლო მასალას HIMARS სარაკეტო სისტემებისთვის და Javelin ტანკსაწინააღმდეგო სისტემებისთვის, ასევე საჰაერო სათვალთვალო რადარებს. გარდა ამისა, კიევს გადაეცემა 55-მმ და 120-მმ-იანი საარტილერიო ჭურვები და ოთხი საჰაერო სამეთვალყურეო რადარი. მანამდე, 20 თებერვალს, კიევში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. The Insider-მა ვიზიტის შემდეგ თეთრი სახლის განცხადება გამოაქვეყნა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)