|
2023-02-20 09:35:00, 1460 ნახვა
ომი უკრაინაში
Politico - თეთრი სახლი უკრაინას კონტრშეტევის დაწყებას ურჩევს
თეთრი სახლი დარწმუნებულია, რომ რუსეთი მალე შეტევაზე გადავა, რის გამოც მოითხოვენ, რომ უკრაინამ გააძლიეროს თავისი წარმატებები ბრძოლის ველზე და დაიწყოს კონტრშეტევა. ამის შესახებ Politico წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, თეთრმა სახლმა, მრავალი ოფიციალური პირის მეშვეობით, ურჩია ზელენსკის გუნდს თავდასხმისთვის მოემზადონ. ეს ყველაფერი იმის გამოც, რომ უკრაინის ევროპელი მეზობლების მხარდაჭერა შეიძლება შეზღუდვას დაექვემდებაროს. "ამერიკის დაზვერვის შეფასებით, პუტინი თვლის, რომ მიუხედავად მისი არმიის წარუმატებლობისა, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს ორი გადამწყვეტი უპირატესობა: ცოცხალი ძალა და დრო. ევროპული დაზვერვა ასევე აფასებს, რომ პუტინი დარწმუნებულია, რომ მას შეუძლია დაელოდოს დასავლეთის გარდაუვალ წინააღმდეგობას",- ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინას კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება დიდი კონტრშეტევის მოსამზადებლად. ამავდროულად, სამხედრო დამკვირვებელი და პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი პროგნოზირებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა მოსალოდნელზე ადრე დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)