|
2023-02-18 13:44:15, 1555 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინის მზარეულის დაჯგუფება ვაგნერმა დაკარგა 30,000-ზე მეტი მებრძოლი - აშშ
აშშ-ის მთავრობის შეფასებით, საერთაშორისო დამნაშავეთა ჯგუფად აღიარებულმა "ვაგნერმა" დაკარგა 30000-ზე მეტი დაჭრილი და მოკლული უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. - ამ შეფასებას აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი ჯონ კირბი აკეთებს, ამის შესახებ CNN იუწყება. მისი თქმით, საუბარია 9 ათას მოკლულზე, მათგან ნახევარი დეკემბრის შუა რიცხვებიდან მოკლულია, ხოლო დეკემბერში დაღუპულთა დაახლოებით 90% რუსეთის ციხეებიდან იყო აყვანილი. „ისინი თავიანთ ახალწვეულებს, ძირითადად მსჯავრდებულებს, როგორც ქვემეხის საკვებს ისე ექცევიან, სიტყვასიტყვით ხორცსაკეპ მანქანაში აგდებენ არაადამიანურად, ყოველგვარი ფიქრის გარეშე. ადამიანებს ციხებიდან უშვებენ და ბრძოლის ველზე აგდებენ მომზადების, აღჭურვილობის და ორგანიზაციული ხელმძღვანელობის გარეშე“, - ამბობს კირბი. მისი თქმით, შეერთებულ შტატებს არ შეუძლია წინასწარ განსაზღვროს, დაიკავებს თუ არა ბახმუტს რუსეთი, მაგრამ მაშინაც კი, თუ ეს მოხდება, ქალაქს "არავითარი რეალური სტრატეგიული ღირებულება არ აქვს".
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)