|
2023-02-17 17:02:33, 1516 ნახვა
კომენტარი
გრეტა წიწავა - ყოველთვის ხომ არ გავახსენებთ ენმ-ის პატიმრების წამებას? - კი, უნდა შევახსენოთ!
შეიძლება ვიღაცამ თქვას ყოველთვის ხომ არ გავახსენებთ ნაცმოძრაობას პატიმრების წამებას? კი -უნდა შევახსენოთ! ამ სისტემის შემქნელები ჩვენს გარშემო საზოგადოებას ადამიანის უფლებებზე ესაუბრებიან... "კანიბალები ვეგეტარიანლობენ", - ასე ეხმაურება პარლამენტის წევრი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებას საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“. როგორც გრეტა წიწავა წერს, 16 თებერვალს გამოქვეყნებულმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების წამება და არასათანადო მოპყრობა სისტემურ ხასიათს ატარებდა. „წლების წინ ვიდექით, ვაპროტესტებდით და ვამხელდით მწამებლებს და მათ სისტემას! ძალიან ბევრი პატიმარი იყო წამების მსხვერპლი და ოჯახები შანტაჟის!..შეიძლება ვიღაცამ თქვას ყოველთვის ხომ არ გავახსენებთ ნაცმოძრაობას პატიმრების წამებას? კი -უნდა შევახსენოთ! ამ სისტემის შემქნელები ჩვენს გარშემო საზოგადოებას ადამიანის უფლებებზე ესაუბრებიან... "კანიბალები ვეგეტარიანლობენ" - ნაცმოძრაობა თავისი პოლიტიკური ბუნებით და წარსულით არის პარტია, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი! 2023 წლის 16 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობა „იყო სისტემატური ხასიათის და მთელი სისტემისთვის დამახასიათებელი“ პრობლემა.“ - წერს გრეტა წიწავა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)