|
2023-02-16 23:57:37, 762 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი - რეალური მგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს
სამწუხაროდ, რეალური მგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს და ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდოს, რომ წავიდნენ და იომონ უკრიანაში, - ასე უპასუხა ექსპრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "TVპირველის" ჟურნალისტის კითხვას, "არის თუ არა დარჩენილი რაიმე წითელი ხაზი, რაც არ გადაკვეთა ხელისუფლებამ". მისივე თქმით, თუ ის რამე უფრო მძიმეს და მიუღებელს მოელის, ეს არის ქართული სახელმწიფოს პირდაპირი დახმარება რუსეთის ფედერაციისთვის უკრაინისა და სიკეთის წინააღმდეგ ამ ომში. "სამწუხაროდ, რეალური მგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს და ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდოს, რომ წავიდნენ და იომონ უკრიანაში. ხშირად ამბობენ ხოლმე, რაღაცას რომ ვამბობ, მერე არის ხოლმე, რომ გადავამეტე, არასტანდარტული ვთქვი... გაგახსენებთ ჩვენზე არანაკლებ გმირ ჩეჩენ ხალხს, რომლებმაც ძალიან მძიმე ომი იომეს და გენოციდი მოხდა ამ ხალხის, რუსებმა ამოწყვიტეს, ფაქტობრივად, დიდი პროცენტი ამ ხალხის. ჩეჩნეთის ახალგაზრდები, იმ გმირების, სავარაუდოდ, შვილები, დღეს ამბობენ, რომ პუტინის მგლები არიან და გაწყვეტენ უკრაინელებს. არ არიან ჩეჩნები არც ჩვენზე მშიშრები, არც ჩვენზე მხრდალები, არც ჩვენზე ნაკლებად მეომრები, მაგრამ ეს არის ბედის და ერის ტრაგედია. აქედან გამომდინარე, თუ რამე, რაც მე კიდევ უფრო მძიმეს და მიუღებელს მოველი, ეს არის ქართული სახელმწიფოს პირდაპირი დახმარება რუსეთის ფედერაციისთვის უკრაინისა და სიკეთის წინააღმდეგ ამ ომში", - განაცხადა მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)