|
2015-02-08 10:22:46, 599 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი NDI-ის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოში მიმდინარე რეფორმები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და NDI-ის თავმჯდომარის, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის შეხვედრის მთავარი თემები. მხარეებმა საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს, ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებსა და ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოში საქმიანობის გეგმებზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე. აღინიშნა, რომ ნატო-ს უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება მოწმობს, რომ საქართველო ალიანსთან ურთიერთობის უმაღლეს საფეხურზე გადავიდა. მადლენ ოლბრაიტმა დადებითად შეაფასა ყველა ის რეფორმა, რომელსაც ალიანსთან დაახლოების გზაზე ქვეყნის ხელისუფლება ატარებს. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთთან ურთიერთობის საკითხები. გამოითქვა შეშფოთება რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმთან გაფორმებული ე.წ. მოკავშირეობის ხელშეკრულების გამო. აღინიშნა, რომ ასევე მიუღებელია ანალოგიური ხელშეკრულების გაფორმება ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებასა და ოფიციალურ მოსკოვს შორის. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა მადლენ ოლბრაიტს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მანვე ხაზი გაუსვა ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და ორი ქვეყნის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა. NDI-ის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)