19:26 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-11 15:04:13, 1407 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი ენმ-ზე - რადიკალურ-ექსტრემისტული პარტია რაღაც კომიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნა

ჩვენი ხალხი ხედავს ყოველ დღე, რომ ეს რადიკალურ-ექსტრემისტული პარტია რაღაც კომიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბაკურიანში განაცხადა, სადაც ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოები და ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა მათი უსუსური მცდელობა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის გაკოტრებული, დისკრედიტირებული და მარგინალიზებული რადიკალური ძალა.

„ჩვენი ხალხი ამას ხედავს ყოველ დღე, რომ ეს რადიკალურ-ექსტრემისტული პარტია რაღაც კომიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნა, მათ აირჩიეს ახალი თავმჯდომარე, მათი ყველა ეს უსუსური მცდელობა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის ყოვლად გაკოტრებული, დისკრედიტირებული და მარგინალიზებული რადიკალური ძალა. რა თქმა უნდა, ჩემთვის არ არის საინტერესო არც მათი აქციები, არც მათი უაზრო განცხადებები. ჩვენ მთავარი უნდა ვაკეთოთ - ჩვენ უნდა ვაკეთოთ საქმე, ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ის უნდა ვაკეთოთ მხოლოდ. ასე, რომ ჩემთვის  ნამდვილად არ არის საინტერესო, ისინი რას გეგმავენ. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი საკითხია მოუგვარებელი, ჩემთვის მთავარია, რომ ყველა საკითხი გადავჭრათ, მოვაგვაროთ, და კიდევ უფრო ძლიერი და მაგარი ქვეყანა გვქონდეს, ვიდრე გვაქვს", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics