21:07 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-11 10:14:10, 1376 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესისგან ისტორიაში ყველაზე დიდი თავდაცვითი ბიუჯეტის დამტკიცების მოთხოვნას აპირებს

ბაიდენის ადმინისტრაცია ემზადება, კონგრესს პენტაგონის ისტორიაში ყველაზე დიდი თავდაცვითი ბიუჯეტის დამტკიცების მოთხოვნით მიმართოს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ საფინანსო საკითხებში, მაიკლ მაკკორდმა გამოცემა Politico-სთან განაცხადა.

მისი თქმით, აქვს მოლოდინი, რომ გამოყოფილი თანხა. წინა წელის თანხასთან შედარებით მეტი იქნება.

„ველი, რომ ეს უფრო დიდი თანხა იქნება, ვიდრე კონგრესმა წინა წელს დაამტკიცა”,- განაცხადა მაკკორდმა.

ამასან, მუდმივი ცვლილებების გამო, მან უარი თქვა წინადადების დეტალების დაკონკრეტებაზე, მაგრამ აღნიშნა, რომ პენტაგონი საბრძოლო მასალის წარმოებაში აპირებს ინვესტირებას, რათა საკუთარი მარაგები შეავსოს და უკრაინას დაეხმაროს.

მაკკორდის თქმით, მთავრობა თავდაცვითი ბიუჯეტის საბოლოო თანხის დამტკიცებასთან „ძალიან ახლოს” არის და თეთრი სახლი ამ მაჩვენებელს 2024 წლისთვის ერთიან საბიუჯეტო მოთხოვნაში შეიყვანს, რომლის გამოქვეყნებაც 9 მარტს არის დაგეგმილი.

ცნობისთვის, დეკემბერში კანონმდებლებმა 2023 წლის ეროვნული თავდაცვის დაფინანსებისთვის $858 მილიარდი გამოყვეს, რომელიც მოიცავდა $817 მილიარდს პენტაგონისთვის და მილიარდობით დოლარს ბირთვული იარაღის განვითარებისთვის ენერგეტიკის დეპარტამენტისა და ეროვნული უსაფრთხოების სხვა პროგრამების მეშვეობით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics