00:49 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-06 10:14:45, 709 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გურამ ალექსიძემ მოაწერეს.

მემორანდუმი მიზნად ისახავს სამინისტროსა და  აკადემიას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას სოფლისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების ხელშეწყობისთვის, ასევე, რესურსული პოტენციალის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობას სამეცნიერო პოტენციალის გამოყენების საფუძველზე.

„მოხარული ვარ, მემორანდუმის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან განახლებული თანამშრომლობის შესაძლებლობით. ვფიქრობ, ერთობლივი მუშაობით დარგის ყველა მიმართულების განვითარება კიდევ უფრო ეფექტიანი იქნება“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მემორანდუმი სამინისტროს, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების და აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების თანამშრომლობის საფუძველზე განსაზღვრული დარგობრივი ამოცანების გადაწყვეტას და რეკომენდაციების მომზადებას ითვალისწინებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ ღონისძიებას, მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მოადგილეები - სოლომონ პავლიაშვილი, კახა კაკაბაძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცეპრეზიდენტი გივი ჯაფარიძე, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics