|
2023-02-05 15:08:11, 1717 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ იანუკოვიჩის პერიოდის პოლიტიკოსებს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიქტორ იანუკოვიჩის პერიოდის პოლიტიკოსებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ, უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. ამის შესახებ ფრაქცია "ხალხის მსახურის" ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ Telegram-ზე დაწერა. არახამიას განცხადებით, ზელენსკიმ ჩამოართვა უკრაინის მოქალაქეობა მოღალატეებს, რომლებიც იანუკოვიჩის რეჟიმის საყრდენს წარმოადგენდნენ. „მომდევნო ნაბიჯი იქნება მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესება, მათი მთელი ქონების, კორპორაციული უფლებებისა და სხვა აქტივების დაყადაღება და სახელმწიფოს სასარგებლოდ კონფისკაცია“, - აცხადებს დავით არახამია. იმ პირებს შორის, ვისაც მოქალაქეობა ჩამოერთვათ, არიან: ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი მდივანი ანდრეი კლიუევი, განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ტაბაჩნიკი, შემოსავლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კლიმენკო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი ვიტალი ზახარჩენკო, SBU-ს ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე იაკიმენკო, ოდესის საქალაქო საბჭოს დეპუტატი, პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“ წევრი ვიქტორ ბარანსკი და სხვები.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)