01:16 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-02 23:34:27, 1768 ნახვა

ომი უკრაინაში
ევროკომისიის პრეზიდენტი - ჰააგაში რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების საერთაშორისო ცენტრი შეიქმნება

რუსეთმა სასამართლოში პასუხი უნდა აგოს თავისი ოდიოზური დანაშაულებისთვის, - ამის შესახებ კიევში ვიზიტით მყოფმა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის და ევროკავშირის პროკურორები ერთად მუშაობენ, რათა რუსეთის მხრიდან ჩადენილი დანაშაულებების მტკიცებულებები შეაგროვონ.

მან დასძინა, რომ უკრაინაში ჩადენილი აგრესიის, დანაშაულის და სისხლისსამართლებრივი დევნის საერთაშორისო ცენტრი ჰააგაში შეიქმნება.

„რუსეთმა სასამართლოში პასუხი უნდა აგოს თავისი ოდიოზური დანაშაულებისთვის. უკრაინისა და ევროკავშირის პროკურორები უკვე ერთად მუშაობენ. ჩვენ ვაგროვებთ მტკიცებულებებს და, როგორც პირველი ნაბიჯი, მოხარული ვარ განვაცხადო, რომ უკრაინაში აგრესიის, დანაშაულის და სისხლისსამართლებრივი დევნის საერთაშორისო ცენტრი შეიქმნება ჰააგაში“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics