02:29 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-02 21:39:37, 1029 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს საზღვარზე ზემო ლარსის გამშვები პუნქტი რუსეთიდან გამსვლელებისთვის დაიკეტა

ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ყველა სახის ტრანსპორტის გადასასვლელი დაკეტილია, იტყობინება ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო თავის ტელეგრამაში. - ინფორმაციას РБК ავრცელებს.

„2023 წლის 2 თებერვლის 19:15 საათიდან ქალაქ ვლადიკავკაზის - ლარსის დასახლების მონაკვეთზე რუსეთის ფედერაციის გასვლის მიმართულებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, - ნათქვამია განცხადებაში.

აკრძალვა იმოქმედებს შემდგომ შეტყობინებამდე.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება საქართველოში ამინდის გაუარესების გამო მიიღეს. ამ მხრივ შეუძლებელია სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აღნიშნეს, რომ მსგავსი რეკომენდაცია საქართველოს სასაზღვრო სამსახურისგანაც მიიღეს.

სექტემბერში, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ათასობით ადამიანმა გადაწყვიტა ქვეყნის დატოვება. სახმელეთო საზღვრებზე მრავალკილომეტრიანი რიგი გაჩნდა. რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მისი სიგრძე 20 კილომეტრზე მეტს აღწევდა. საზღვრის კვეთის მსურველებს რიგში ორი დღის განმავლობაში უწევდათ დგომა. 21 სექტემბრის შემდეგ პირველ სამ დღეში მხოლოდ საქართველოს საზღვარი თითქმის ხუთი ათასმა ავტომობილმა გადმოკვეთა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics