|
2023-02-02 09:29:26, 1571 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი კრამატორსკის დაბომბვაზე - აუცილებლად ვიპოვით ყველა დამნაშავეს და დავსჯით, ისინი არ იმსახურებენ მოწყალებას
აუცილებლად ვიპოვით ყველა დამნაშავეს და დავსჯით, ისინი არ იმსახურებენ მოწყალებას,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ კრამატორსკზე რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას. მისი თქმით, რუსული ტერორიზმის შეჩერების ერთადერთი გზა მისი დამარცხებაა. "საცხოვრებელი კორპუსი, სარაკეტო შეტევა. მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ და ნანგრევების ქვეშ არიან. ეს არ არის ისტორიის გამეორება, ეს არის ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ყოველდღიური რეალობა. ქვეყანა, რომელიც ტერიტორიულად ესაზღვრება აბსოლუტურ ბოროტებას და რომელმაც უნდა გადალახოს იგი, რათა ნულამდე დაიყვანოს ასეთი ტრაგედიების განმეორების ალბათობა. ადგილზე ყველა საჭირო სერვისი მუშაობს, მიმდინარეობს ადამიანების დროებითი განსახლება, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, ნანგრევების გაწმენდა. გულწრფელ სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს. ჩვენ კი აუცილებლად ვიპოვით ყველა დამნაშავეს და დავსჯით. ისინი არ იმსახურებენ მოწყალებას",- განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა დღეს ღამით დონეცკის რეგიონის ქალაქ კრამატორსკზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, ხოლო 21 დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)