|
2023-01-31 21:35:36, 2050 ნახვა
სხვადასხვა
რუსეთის პროკურატურამ ჟურნალისტ ნევზოროვისთვის 9 წლით სასჯელი მოსთხოვა
პროკურორმა ჟურნალისტ ალექსანდრე ნევზოროვს, რომელსაც მოსკოვში დაუსწრებლად ასამართლებენ, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ითხოვა, იტყობინება მედიაზონას კორესპონდენტი სასამართლო დარბაზიდან. გარდა ამისა, სახელმწიფო პროკურორმა ბრალდებულს ინტერნეტში პუბლიკაციების გაკეთების 4 წლით აკრძალვა მოსთხოვა. ნევზოროვს ბრალად ედება პოლიტიკური ან იდეოლოგიური სიძულვილის საფუძველზე რუსული არმიის შესახებ „ფეიქების“ გავრცელება (სსკ-ის 207.3 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ პუნქტი). საქმის მასალების მიხედვით, 2022 წლის მარტიდან მაისამდე, ნევზოროვი, რუსეთის გარეთ ყოფნისას, სხვადასხვა სოციალურ ქსელში აქვეყნებდა ტექსტებსა და ვიდეოებს, სადაც „განზრახ ცრუ ინფორმაცია“ იყო რუსი სამხედროების მიერ ბუჩასა და მარიუპოლში ჩადენილ დანაშაულებებზე. განაჩენი 1 თებერვალს გამოცხადდება. ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმე მარტში აღიძრა, შემდეგ ის ძებნაში გამოცხადდა და დაუსწრებლად დააკავეს. გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტრომ ნევზოროვი „უცხოური აგენტების“ სიაში შეიყვანა. მოგვიანებით ბასმანის სასამართლომ, რომელიც პუბლიცისტის საქმეს განიხილავს, სანქტ-პეტერბურგში მის მიწასა და სახლს ჩამოართვა. ივნისში ნევზოროვმა განაცხადა, რომ მიიღო უკრაინის მოქალაქეობა. რუსეთი ცდილობდა ჟურნალისტის ექსტრადირებას სამხედრო „ფაიკების“ გავრცელებაში ბრალდებულ რამდენიმე სხვა რუსთან ერთად, მაგრამ ინტერპოლმა უპასუხა, რომ თავად სტატია, რომლის მიხედვითაც ისინი დევნიან, პოლიტიკურად მოტივირებულია.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)