|
2023-01-30 09:00:37, 1627 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინა აკეთებს ყველაფერს, რათა ზეწოლამ ოკუპანტების თავდასხმის შესაძლებლობები გადაწონოს
მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ევროპაში ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, რამაც საშინელი ტრაგედიები გამოიწვია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომიტეტის მცდელობა, დააბრუნოს რუსი სპორტსმენები შეჯიბრებებსა და ოლიმპიურ თამაშებზე, არის მცდელობა მთელ მსოფლიოს უთხრას, რომ ტერორი შეიძლება იყოს მისაღები. „უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისმა ზეწოლამ გადაწონოს რუსი ოკუპანტების თავდასხმის შესაძლებლობები... დღეს მე გავუგზავნე წერილი პრეზიდენტ მაკრონს სწორედ ამასთან დაკავშირებით. პარიზის ოლიმპიადისთვის მზადებისას დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ რუსეთი ვერ გამოიყენებს მას ან სხვა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას აგრესიის ან საკუთარი სახელმწიფო შოვინიზმის პროპაგანდისთვის. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ევროპაში ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, რამაც საშინელი ტრაგედიები გამოიწვია. იყო მძიმე ოლიმპიური შეცდომაც, ოლიმპიური მოძრაობა და ტერორისტული სახელმწიფოები არ უნდა იკვეთებოდეს ერთმანეთთან“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)