05:56 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-28 11:45:18, 1213 ნახვა

საზოგადოება
საერთაშორისო გამოფენის ,,მწვანე კვირეული 2023” ოფიციალურ Facebook გვერდზე (Grüne Woche) გამოფენის დამთვალიერებლებს ურჩევენ, ქართული პროდუქციის გასაცნობად საქართველოს სტენდს ესტუმრონ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საერთაშორისო გამოფენის ,,მწვანე კვირეული 2023” ოფიციალურ Facebook გვერდზე (Grüne Woche) გამოფენის დამთვალიერებლებს ურჩევენ, ქართული პროდუქციის გასაცნობად საქართველოს სტენდს ესტუმრონ.

უწყების ცნობით, ტექსტში აღნიშნულია, რომ გამოფენაში უმეტესად ახალგაზრდა ქართველი მეწარმეები იღებენ მონაწილეობას, რომლებიც ღვინოს, ალკოჰოლურ სასმელებს, ნატურალურ წვენებს, თაფლს და სხვა ქართულ პროდუქციას აცნობენ გამოფენის სტუმრებს. 

„ბერლინში, სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული 2023" (Gruene Woche 2023), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სტენდზე 16 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი, რომელთა ძირითადი ნაწილი სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარია.

აღსანიშნავია, რომ ქართულ სტენდზე წარმოდგენილმა პროდუქციამ  გამოფენის მაღალი რანგის სტუმრების და ვიზიტორების  განსაკუთრებული ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. 

გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დამთვალიერებლებს საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს აცნობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics