|
2015-02-07 11:31:17, 765 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის „ლიდერთა სახლს“ კინორეჟისორი გიორგი ოვაშვილი ეწვია
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამის „ლიდერთა სახლის“ მონაწილეებს რეჟისორი გიორგი ოვაშვილი ესტუმრა. როგორც „ექსპრესნიუსს“ დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან აცნობეს, შეხვედრა პროექტის „პროფესიული არჩევანის“ ფარგლებში, თბილისის იუსტიციის სახლში გაიმართა. მას 30 მოსწავლე დაესწრო. სტუმარი ახალგაზრდებს კინორეჟისორის პროფესიის შესახებ ესაუბრა. გიორგი ოვაშვილმა „ლიდერთა სახლის“ მონაწილეებს უამბო თუ რა სირთულეები ახლავს თან ამ მეტად საინტერესო საქმიანობას და რა არის საჭირო წარმატების მიღწევისთვის. როგორც კინორეჟისორმა აღნიშნა, თუკი მოსწავლეები სამომალოდ კინორეჟისორის პროფესიას აირჩევენ, „უნდა გაითვალისწინონ, რომ მთელი ცხოვრება ამ საქმეს უნდა მიუძღვნან, უნდა იშრომონ ბევრი და მუდმივად მოტივირებულები იყვნენ“. სტუმარმა საკუთარი პროფესიული არჩევანის შესახებ საუბრისას გაიხსენა ის სირთულეებიც, რომლებიც განათლების მიღების ეტაპს ახლდა თან და ასევე, შეაფასა მისი პირველი ფილმის წარმატებებიც. ახალგაზრდები დაინტერესდნენ მხატვრული ფილმების „სიმინდის კუნძულისა” და „გაღმა ნაპირის“ გადაღებების დეტალებით, მუშაობის სპეციფიკითა და შესაძლო გამოწვევებით. დისკუსიაზე იმსჯელეს საქართველოში კინოინდუსტრიის განვითარების საჭიროებასა და არსებულ პობლემებზე. მონაწილეები დაინტერესდნენ სტუმრის საყვარელი ფილმებითა და რეჟისორებით, მიიღეს რჩევები საინტერესო და შემეცნებითი ფილმების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ცნობისთვის, „ლიდერთა სახლი“ იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამაა. მისი მიზანია სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისება, შემოქმედებითი ინიციატივების განვითარება, დამოუკიდებელი აზროვნების ხელშეწყობა და დანაშაულის პრევენცია. ცნობისთვის, „პროფესიული არჩევანი“ „ლიდერთა სახლის“ ერთ-ერთი წარმატებული პროექტია.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)