|
2023-01-27 21:13:03, 1706 ნახვა
ომი უკრაინაში
გონჩარენკო - ქართველი, მოლდოველი და უკრაინელი ხალხის მომავალი თავისუფლებაა და არა რუსული უღელი
სამწუხაროდ, როცა თავისუფალი სამყარო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს, საქართველოს ხელისუფლება სხვა გზით მიდის, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, ოლექსეი გონჩარენკომ განაცხადა. მისივე თქმით, მოლდოვის პრორუს პოლიტიკოსებს რუსეთი ფულს უხდის, მართავს საბაჟო აქციებს და ქმნის ქაოსს. მან დასძინა, რომ ქართველი, მოლდოველი და უკრაინელი ხალხის მომავალი თავისუფლებაა და არა რუსული უღელი. “მოლდოვა თავისუფალ სამყაროში გადადის, ის ცდილობს განავითაროს და გააუმჯობესოს თავისი მოქალაქეების ცხოვრება, მაგრამ არის ერთი ქვეყანა, რომელსაც ნამდვილად არ სურს, რომ მოლდოვა წარმატებული იყოს. და ეს არის რუსეთი. ის უხდის ფულს პრორუს პოლიტიკოსებს მოლდოვაში, მართავს საბაჟო აქციებს, ქმნის ქაოსს, უტევს პროპაგანდით, იყენებს გაზს იარაღად, აშანტაჟებს. რადგან უკრაინის შემდეგ, სამიზნე მოლდოვაა. არის კიდევ ერთი ქვეყანა, როგორიც მოლდოვაა, რომელიც მთელი გულით გვიყვარს, ეს არის საქართველო. მაგრამ სამწუხაროდ, როცა თავისუფალი სამყარო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს, საქართველოს ხელისუფლება სხვა გზით მიდის. ქართველი, მოლდოველი და უკრაინელი ხალხის მომავალი თავისუფლებაა და არა რუსული უღელი. ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიყოთ თავისუფალი სამყაროს ნაწილი”, - განაცხადა გონჩარენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)