03:21 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-26 12:50:47, 833 ნახვა

პოლიტიკა
ალასანია ჩხაიძეს - ე.ი. მატყუებს ჩემი შვილი? ვამბობ იმას, რასაც მეუბნება

ე.ი. მატყუებს ჩემი შვილი? - ასე გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია კლინიკა "ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებას.

ალასანიას თქმით, ამბობს იმას, რასაც მიხეილ სააკაშვილი ეუბნება და ამაზე პასუხი ბადრაგებს შეუძლიათ მოსთხოვონ.

„ე.ი. მატყუებს ჩემი შვილი? აბა მე იქ არ ვყოფილვარ და ვამბობ იმას, რასაც ჩემი შვილი მეუბნება. რას ნიშნავს არ სჯერათ?, ბადრაგებმა ამაყენესო და ჰკითხონ მაშინ ბადრაგებს“,- განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის, "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ ექიმს ან ექთანს სააკაშვილის გონების კარგვა არ დაუფიქსირებია.

„რაც შეეხება გონების კარგვის ეპიზოდებს, ეს რამდენიმე დღეა ჟღერდება, არც ერთ შემთხვევაში, ექიმის, ექთნის მიერ დაფიქსირებული გონების კარგვის ეპიზოდი არ ყოფილა. 24 საათი ექთანი არის ადგილზე, პაციენტზე პერსონალური ექთანია მიმაგრებული. მე გეუბნებით რეალობას და ვის რა რეალობა აწყობს, ეგ ცალკე საკითხია. ისტორიაში ფიქსირდება, რომ ეს არის ავადმყოფის გადმოცემით, მაგრამ დაფიქსირებული არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა“,- განაცხადა ჩხაიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics