|
2023-01-24 09:24:34, 1667 ნახვა
ომი უკრაინაში
პენტაგონი - Bradley-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს უკრაინა უახლოეს კვირებში მიიღებს
Bradley-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს უკრაინა უახლოეს კვირებში მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმა" პენტაგონის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს პენტაგონის წარმომადგენლის ცნობით, უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარება ისეთი საბრძოლო საშუალებების მიწოდებაზე იყო კონცენტრირებული, რომელთა გამოყენება ბრძოლის ველზე ძალთა ბალანსის შესაცვლელად დაუყოვნებლივ შეიძლება. „ბოლო გამოცხადებულ პაკეტში ჩვენ ფოკუსირებული ვიყავით უკრაინელებისთვის ისეთი შესაძლებლობების მიწოდებაზე, რომელიც მათ შეუძლიათ გამოიყენონ დაუყოვნებლივ ბრძოლის ველზე ძალების ბალანსის შესაცვლელად“,- განაცხადს პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ამასთან, უკრაინის ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე საუბრისას, პენტაგონის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ბახმუტში სერიოზული დანაკარგების შემდეგ, რუსეთი ცდილობს გააძლიეროს თავისი პოზიციები ფრონტის მთელ ხაზზე. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს წინა 2 სამხედრო დახმარების პაკეტში უკრაინისთვის Bradley-ის 109 ქვეითი საბრძოლო მანქანა იყო გათვალისწინებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)