|
2023-01-23 14:15:48, 3294 ნახვა
ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - „რამშტაინის“ მეცხრე შეხვედრა თებერვალში გაიმართება
„რამშტაინის“ ფორმატის მორიგი შეხვედრა თებერვალში გაიმართება,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსეი რეზნიკოვი Twitter-ზე წერს. რეზნიკოვის თქმით, ყოველი შეხვედრის შემდეგ ხედავს, თუ როგორ იზრდება პარტნიორების ნდობა უკრაინის მიმართ. "რამშტაინის ყოველი შეხვედრის შემდეგ, ვხედავ, როგორ იზრდება ჩვენი პარტნიორების ნდობა უკრაინის მიმართ. ეს ყველაფერი ჩვენი სამხედროებისა და წარმომადგენლების შრომის დამსახურებაა. მეტი ნდობა ნიშნავს მეტ იარაღს, რომ დავიცვათ ჩვენი მიწა, ზღვა და ცა. რამშტაინის მე-9 შეხვედრა თებერვალში გაიმართება. ადევნეთ თვალი",- წერს რეზნიკოვი. შეგახსენებთ, რომ რამშტაინის ბოლო შეხვედრა 20 იანვარს შედგა, სადაც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინისთვის „საბრძოლო შესაძლებლობების“ ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. ამასთან, სამიტის მთავარი განსახილველი თემა უკრაინისთვის Leopard-ის ტიპის ტანკების გადაცემა გახდა. აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები უკრაინისთვის ამ ტიპის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)