|
2023-01-22 13:31:26, 1584 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინა ახალ სამხედრო ფორმირებებს ნატოს სტანდარტებით ქმნის
უკრაინა ახალ სამხედრო ფორმირებებს ნატოს სტანდარტებით ქმნის, ფორმირებები თანამედროვე იარაღით აღჭურვილი იქნება, - ამის შესახებ, გაერთიანებული ძალების მეთაურმა სერგეი ნაევმა CNN-ის კომენტარში განაცხადა. "რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება დასავლური ტანკების დიდი რაოდენობა. ისინი საბჭოთა მოდელებზე ბევრად უკეთესია და დაგვეხმარება წინსვლაში. ჩვენ ვქმნით ახალ სამხედრო შენაერთებს. და ჩვენი შემდგომი ქმედებები დამოკიდებული იქნება მათ საბრძოლო შესაძლებლობებზე. ამიტომ, დასავლეთის დახმარება უკიდურესადა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა. ”მთელი ქვედანაყოფი აღჭურვილი უნდა იყოს ერთი და იგივე სამხედრო მანქანით, ამიტომ მთელი ბატალიონი აღჭურვილია ბრედლიებით, თუ ჩვენ მივიღებთ მათ, ან ლეოპარდებს,” - დაამატა ნაევმა. რამდენიმე უკრაინელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა CNN-ს, რომ უკრაინას სურს იყოს უკეთეს მდგომარეობაში, სანამ რუსეთი გააძლიერებს თავის პოზიციას და შექმნის ბატალიონის სამუშაო ჯგუფებს. უკრაინელები შიშობენ, რომ რუსეთის მეორე შეტევა შეიძლება ორ თვეში დაიწყოს. გაზაფხულზე, შარშან შემოდგომაზე გამოძახებული 150 000 რუსი გაივლიან წვრთნას და, სავარაუდოდ, საბრძოლო მზადყოფნაში იქნებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)