|
2023-01-21 14:26:00, 1627 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - თქვენ მაინც დაეხმარებით უკრაინას საჭირო იარაღით, მაგრამ ყოველი დაგვიანება უკრაინელების სიკვდილის ტოლფასია
თქვენ მაინც დაეხმარებით უკრაინას საჭირო იარაღით და გააცნობიერებთ, რომ ომის დასრულების სხვა გზა, რუსეთის ფედერაციის დამარცხების გარდა, არ არსებობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის პირველმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისივე თქმით, 20 იანვარს "რამშტაინის" სამიტზე უკრაინისთვის Leopard-ის ტანკების მიწოდებაზე კონსენსუსის ვერ მიღწევა, უფრო მეტ უკრაინელ ადამიანს კლავს, და მეტიც ყოველი დაგვიანებული დღე უკრაინელების სიკვდილის ტოლფასია. მან მოუწოდა პარტნიორებს, რომ სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება. "თქვენ მაინც დაეხმარებით უკრაინას საჭირო იარაღით და გააცნობიერებთ, რომ ომის დასრულების სხვა გზა, რუსეთის ფედერაციის დამარცხების გარდა, არ არსებობს. მაგრამ დღევანდელი გადაუწყვეტლობა კიდევ უფრო მეტ ჩვენს ხალხს კლავს. ყოველი დაგვიანებული დღე უკრაინელების სიკვდილის ტოლფასია. უფრო სწრაფად იფიქრეთ", - განაცხადა პოდოლიაკმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)