|
2023-01-20 23:00:25, 1629 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - დღევანდელმა „რამშტეინმა“ გაგვაძლიერა. პარტნიორები თავიანთი დამოკიდებულებაში პრინციპულები არიან
დღევანდელმა "რამშტეინმა“ გაგვაძლიერა. პარტნიორები პრინციპულები არიან თავიანთი დამოკიდებულებაში - მხარს დაუჭერენ უკრაინას, რამდენადაც ეს აუცილებელია ჩვენი გამარჯვებისთვის, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისივე თქმით, თანამედროვე ტანკების მიწოდებაზე ბრძოლა უკრაინას კვლავ მოუწევს, მაგრამ დღითიდღე უფრო და უფრო აშკარა ხდება, რომ გადაწყვეტილება ტანკებთან დაკავშირებით უნდა მიიღონ. მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველა პარტნიორს, რომლებმაც უკრაინის პოზიციას მკაფიოდ დაუჭირეს მხარი. რამშტეინის" ფორმატში ყოველთვის არ შეიძლება საჯაროდ გამოაცხადო, რაზე არის საუბარი. ეს არის დახურული დისკუსია - და ასეც უნდა იყოს. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელმა "რამშტეინმა“ გაგვაძლიერა. პარტნიორები პრინციპულები არიან თავიანთი დამოკიდებულებაში - მხარს დაუჭერენ უკრაინას, რამდენადაც ეს აუცილებელია ჩვენი გამარჯვებისთვის. დიახ, თანამედროვე ტანკების მიწოდებაზე ბრძოლა მაინც მოგიწევს, მაგრამ დღითიდღე უფრო და უფრო აშკარა ხდება, რომ გადაწყვეტილება ტანკებთან დაკავშირებით უნდა მიიღონ. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, ვინც მკაფიოდ დაუჭირა მხარი უკრაინის პოზიციას დისკუსიებში. დიდება უკრაინას!”, - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)