|
2023-01-20 19:03:17, 1661 ნახვა
ომი უკრაინაში
ახლა შენელების დრო არ არის. პირიქით, უნდა ავუჩქაროთ ნაბიჯს - აშშ-მ უკრაინის დასახმარებლად ახალი პაკეტი გამოაცხადა
შემიძლია გამოვაცხადო კიდევ ერთი პაკეტი, რომელიც უკრაინას ბრძოლის ველზე საჭირო დახმარებას გაუწევს. ეს დახმარება შეადგენს ორნახევარ მილიარდ დოლარს, - განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა. მისივე თქმით, ახლა ომის გადამწყვეტი მომენტია, რუსეთი ცდილობს გადაჯგუფებას და ძალების აღდგენას, ამ მომენტში კი შენელების დრო არ არის, პირიქით უნდა გაკეთდეს ყველაფერი უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად. "დღეს შემიძლია გამოვაცხადო კიდევ ერთი პაკეტი, რომელიც უკრაინას ბრძოლის ველზე საჭირო დახმარებას გაუწევს. ეს დახმარება შეადგენს ორნახევარ მილიარდ დოლარს. მეგობრებო, ეს გადამწყვეტი მომენტია. რუსეთი ახდენს გადაჯგუფებასა და ცდილობს, რომ თავიდან აღიჭურვოს. ახლა შენელების დრო არ არის. პირიქით, უნდა ავუჩქაროთ ნაბიჯს. ჩვენ გვიყურებს უკრაინელი ხალხი, გვიყურებს კრემლი და გვიყურებს ისტორია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უკრაინას თავდაცვაში დავეხმაროთ", - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)