08:04 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-19 18:23:48, 1737 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინაში ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის 50-მდე მანქანა მოიპარა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანა

რუსეთმა უკრაინაში ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის 50-მდე მანქანა მოიპარა და აღმოსავლეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანა.ამის შესახებ უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, ევგენი ციმბალუკმა ეუთოს მუდმივი საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა, იუწყება Ukrinform.

ციმბალიუკის თქმით, რუსეთის ფედერაციას შეუძლია მიმართოს მსგავს ქმედებებს, რადგან თავს დაუსჯელად გრძნობს.

"მოსკოვის კრიმინალური რეჟიმი უფრო შორს წავიდა და კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა ეუთოს წინააღმდეგ, მოიპარა ეუთოს SMM-ის დაახლოებით 50 მანქანა . გავრცელებული ინფორმაციით, ეს მანქანები რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანა", - განაცხადა დიპლომატმა.

შეგახსენებთ, 16 იანვარს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ დონბასში მისი წარმომადგენლები არ არიან და იქ ეუთოს საიდენტიფიკაციო ნიშნების მქონე მანქანები არ გამოიყენება ეუთოს მიზნებისთვის.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics