|
2023-01-18 22:55:35, 1627 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ტირანია უსწრებს დემოკრატიას, რუსეთს ომის დასაწყებად ერთ წამზე ნაკლები დასჭირდა
ტირანია უსწრებს დემოკრატიას. რუსეთს ომის დასაწყებად ერთ წამზე ნაკლები დასჭირდა,დრო, რომელსაც თავისუფალი სამყარო იყენებს ფიქრისთვის, ტერორისტული სახელმწიფო მკვლელობისთვის იყენებს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, მსოფლიომ უფრო სწრაფად უნდა იმოქმედოს, ვიდრე რუსეთი თავის ახალ ნაბიჯს გადადგამს. „დრო, რომელსაც თავისუფალი სამყარო იყენებს ფიქრისთვის, ტერორისტული სახელმწიფო მკვლელობისთვის იყენებს. უკრაინა და მისი მოკავშირეები მას თითქმის ერთი წელია წინააღმდეგობას უწევენ. ამ პერიოდში დადასტურდა, რომ ჩვენმა ყველა სწრაფმა ქმედებამ დადებითი შედეგი მოიტანა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებამ უნდა აჯობოს რუსეთის მომდევნო სარაკეტო თავდასხმებს... უკრაინაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის აღდგენა უნდა აღემატებოდეს რუსეთის თავდასხმებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)