|
2023-01-18 22:18:41, 1676 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ყველაფერი შენელდა. რუსეთი შურისძიებისთვის ემზადება, მაგრამ არ გამოუვა
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტზე არსებული ვითარების აღწერისას განაცხადა, რომ ზამთარში საომარი მოქმედებები შენელდა, რუსეთი შურისძიებისთვის ემზადება, მაგრამ ეს არ გამოუვა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ყოველდღიურად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს უკრაინის აღმოსავლეთით, მაგრამ უკრაინელები მტკიცედ დგანან და იცავენ საკუთარ მიწებს, რაც შეეხება სამხრეთსა და ჩრდილოეთს, სიტუაციას აკვირდებიან "ზამთარში ომი მართლაც ნელდება. არის გასაგები გარემოებები და გასაგები მიზეზები. იღლება ყველა: ბუნებაც, ხალხიც და მადლობა ღმერთს, მტერიც. ყოველდღიურად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს უკრაინის აღმოსავლეთით, მაგრამ უკრაინელები მტკიცედ ვდგავართ", - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, 17 იანვარს პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა, სადაც მან მშვიდობის უკრაინული ფორმულა წარადგინა .
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)