|
2023-01-17 22:05:26, 1783 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთში უკანონოდ დეპორტირებული თითქმის 14 ათასი ბავშვიდან, ჯერ-ჯერობით უკრაინაში მხოლოდ 125 დააბრუნეს
ჩვენ მოვახერხეთ რუსეთის არმიის მიერ გატაცებული და დეპორტირებული სულ მცირე 13 899 ბავშვის მონაცემების იდენტიფიცირება და გადამოწმება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ბავშვთა უფლებებისა და ბავშვთა რეაბილიტაციის საკითხებში, დარია გერასიმჩუკმა განაცხადა. მისივე თქმით, თითქმის 14 ათასი ბავშვიდან, სამწუხაროდ, მხოლოდ 125 ბავშვის დაბრუნება შეძლეს უკრაინაში. მან დასძინა, რომ სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან რუსმა ჯარებმა უკრაინაში 456 ბავშვი მოკლეს. "ჩვენ მოვახერხეთ რუსეთის არმიის მიერ გატაცებული და დეპორტირებული სულ მცირე 13 899 ბავშვის მონაცემების იდენტიფიცირება და გადამოწმება და სამწუხაროდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ 125 ბავშვი დაბრუნდა სახლში. როგორც ჩანს, ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ ყოველი ერთეულის უკან უკრაინელი ბავშვის, ასეთი მნიშვნელოვანი ბავშვის ბედი დგას", - განაცხადა გერასიმჩუკმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)