09:16 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-17 09:29:50, 1440 ნახვა

ომი უკრაინაში
არესტოვიჩი დნეპრის მოსახლეობას ბოდიშს უხდის

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი უკრაინის თავდაცვის სისტემის მიერ რუსული რაკეტის ჩამოგდების შესახებ თავის განცხადებას "სერიოზულ შეცდომას" უწოდებს.

არესტოვიჩმა საკითხის გარშემო ატეხილ სკანდალზე მარკ ფეიგინის გადაცემაში ისაუბრა და დნეპრის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.

„მე მინდა ბოდიში მოვიხადო დაღუპულთა და დაშავებულთა ნათესავებს და ახლობლებს, დნიპროს მცხოვრებლებს, რომლებიც პირადად განიცდიან ამ ტრაგედიას და რომლებმაც ერთი აფეთქება გაიგონეს და იციან, რომ რაკეტა ერთი იყო. ასევე, ყველა უკრაინელს და არაუკრაინელს, ვისაც ჩემი სიტყვები შეეხო“, - აცხადებს არესტოვიჩი.

შეგახსენებთ, 14 იანვარს რუსეთმა ქალაქ დნეპრში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა. ბოლო მონაცემებით, სარაკეტო იერიშის შედეგად 40 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაიღუპა. დნეპრის დაბომბვის შემდეგ ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის თავდაცვამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა. აღნიშნული განცხადების გამო, პრეზიდენტის ოფისის მრჩეველის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზნით, რადას დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics