|
2023-01-16 09:15:28, 1599 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი რუსებს - თქვენი მშიშარა დუმილი იმით დასრულდება, რომ ერთ დღესაც იგივე ტერორისტები თქვენთან მოვლენ
ტერორზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც მკვლელებს, ასევე მათ, ვინც მკვლელებს ეხმარება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, დნეპროპეტროვსკში თითოეული ადამიანისთვის იბრძვიან და სამაშველო ოპერაცია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე იქნება სიცოცხლის გადარჩენის მცირედი შანსიც კი. "დნიპროში ამ თავდასხმის შემდეგ გასული დროის განმავლობაში უკრაინამ მოისმინა თანაგრძნობისა და მხარდაჭერის სიტყვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მრავალი ლიდერისგან, საზოგადო მოღვაწისგან, ჟურნალისტისა და რიგითი ხალხისგან. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გულგრილი არ დარჩენილა! ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნორმალური ადამიანები გაერთიანდნენ ტერორის საპასუხოდ. მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც რუსეთშია და რუსეთიდან არის, ვინც ახლაც ვერ წარმოთქვა ამ ტერორის დაგმობის რამდენიმე სიტყვა… მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველაფერს მშვენივრად ხედავენ და იციან… თქვენი მშიშარა დუმილი, თქვენი მცდელობა „მოითმინოთ“, რაც ხდება, მხოლოდ იმით დასრულდება, რომ ერთ დღესაც იგივე ტერორისტები თქვენთან მოვლენ. ბოროტება ძალიან მგრძნობიარეა სიმხდალის მიმართ“,- განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 14 იანვარს რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო იერიში განახორციელა. ამავე დროს, დნეპრში, რუსმა ოკუპანტებმა მაღალსართულიანი კორპუსი დაბომბეს, რომელშიც დაახლოებით 1700 ადამიანი ცხოვრობდა. ბოლო მონაცემებით, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 29 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, დაშავებულია 73 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)