12:07 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-12 10:23:27, 1502 ნახვა

ომი უკრაინაში
CNN - უკრაინა სოლედარში მძიმე ბრძოლებს აგრძელებს, უკან დახევის ნიშნები არ არის

უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარში მძიმე ბრძოლებს აგრძელებენ, უკან დახევის ნიშნები არ არის. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება, რომლის გადამღები ჯგუფი ქალაქთან ახლოს იმყოფება. 

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ფრონტის ხაზიდან სულ რამდენიმე კილომეტრში უკრაინელი ჯარისკაცები ინარჩუნებენ სიმშვიდეს და დაკავებულნი არიან ჯარების მოვლა-პატრონობისა და ლოგისტიკის მოვალეობებში. 

"ჩვენ დაახლოებით შვიდი კილომეტრის მოშორებით ვართ იმ ადგილიდან, სადაც ეს ბრძოლა მძვინვარებს. თქვენ გესმით არტილერიის ხმა - აფეთქებების უმეტესობა ისმის ქალაქის მხრიდან", - თქვა ამერიკელმა კორესპონდენტმა.

კორესპონდენტებმა ასევე განაცხადეს, რომ ისინი აგრძელებენ იმ უკრაინელ ჯარისკაცთან კავშირს, რომლებიც ამჟამად სოლედარში იმყოფებიან.

უკრაინელი მებრძოლის თქმით, მომდევნო 24 საათი გადამწყვეტი იქნება, რადგან მტერი ცდილობს ქალაქში მდებარე უკრაინული შენაერთების ალყაში მოქცევას. ამავდროულად, ჯარისკაცი ჩიოდა, რომ მტერი აფერხებდა კომუნიკაციებს, რაც ართულებდა სხვადასხვა ქვედანაყოფების მოქმედებების კოორდინაციას.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics