|
2023-01-11 11:57:40, 1753 ნახვა
სხვადასხვა
ზელენსკი ოქროს გლობუსის დაჯილდოვებაზე - მესამე მსოფლიო ომი არ იქნება
„მესამე მსოფლიო ომი არ იქნება. უკრაინა თავის მიწაზე რუსეთის აგრესიას შეაჩერებს“. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომლის მიმართვა ოქროს გლობუსის ცერემონიაზე აჩვენეს. თავის გამოსვლაში მან გაიხსენა ოქროს გლობუსის დაჯილდოების წარმოშობა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გაჩნდა და პარალელები გაავლო მიმდინარე ომთან. „მეორე მსოფლიო ომი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა, ყველამ უკვე იცოდა ვინ გაიმარჯვებდა. წინ ჯერ კიდევ იყო ბრძოლები და ცრემლები, სწორედ მაშინ გამოჩნდა ოქროს გლობუსის ჯილდო 1943 წლის საუკეთესო მხატვრების პატივსაცემად, ახლა 2023 წელია, უკრაინაში ომი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ სიტუაცია იცვლება. და უკვე გასაგებია ვინ გაიმარჯვებს. წინ ჯერ კიდევ ბრძოლები და ცრემლები გველის, მაგრამ ახლაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ვინ იყო შარშან საუკეთესო. ეს თქვენ იყავით, თავისუფალი სამყაროს თავისუფალი ხალხი. ვინც გაერთიანდა თავისუფალი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ჩვენს საერთო ბრძოლაში თავისუფლებისთვის“. - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მესამე მსოფლიო ომი არ იქნება. „პირველ მსოფლიო ომში მილიონობით ადამიანი დაიღუპა. მეორე მსოფლიო ომმა ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მესამე მსოფლიო ომი არ იქნება. ეს არ არის ტრილოგია... უკრაინა შეაჩერებს რუსეთის აგრესიას თავის მიწაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ. პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლას ჰოლივუდის ვარსკვლავები ტაშით შეეგებენ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)