09:17 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-10 19:13:52, 944 ნახვა

პოლიტიკა
ქადაგიშვილი სააკაშვილზე - უკვე 470 დღეა, ეს ადამიანი სიმულაციურად კვდება

"ეს ადამიანი [სააკაშვილი] სიმულაციურად კვდება, უკვე 470 დღეა თუ მეტი, გვეუბნებიან, რომ ყოველდღე კვდება. ასეთი დაუსრულებელი სიკვდილის ქრონიკა კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა." - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის თემას საერთაშორისო ლობისტურ დონეზე მუდმივად აცოცხლებენ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას კი არ სჯერა მათი, და ამასთან ერთად სააკაშვილის საქმე გადაეცა სტრასბურგის სასამართლოს, რაზეც აღნიშნეს, რომ არაადამიანურ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.

„ლაპარაკია იმაზე, როგორ გამოვიხსნათ მიხეილ სააკაშვილი, დივერსანტი შემოვუშვით, დივერსანტია გამოსახსნელი. არჩეულია ეს გზა - ეს ადამიანი სიმულაციურად კვდება, უკვე 470 დღეა თუ მეტი, გვეუბნებიან, რომ ყოველდღე კვდება. ასეთი დაუსრულებელი სიკვდილის ქრონიკა კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა. ამ თემას საერთაშორისო გარკვეულ ლობისტურ დონეზე მუდმივად „ათუხთუხებენ“. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ამის არ სჯერა და ეს ჩანს, მაგრამ პროექტს საქართველოს წინააღმდეგ საქმე ბოლომდე აქვს მისაყვანი და ამ თემას მუდმივად აცოცხლებენ. რომელ „მაგნიტსკის სიაზე“ და არაადამიანურ მოპყრობაზეა საუბარი, როდესაც გაიგზავნა მისი საქმე და სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ არაადამიანური მოპყრობა მის წინააღმდეგ არ ყოფილა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics