|
2023-01-09 23:27:44, 1877 ნახვა
სხვადასხვა
რუსეთის პროკურატურა ვალერი მელაძის სიტყვებს ამოწმებს
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, რომელიც ლიტვინენკოს მკვლელობაშია ეჭვმიტანილი ანდრეი ლუგოვოიმ მოითხოვა, რომ გენერალურ პროკურატურას გადაემოწმებინა მომღერალ ვალერი მელაძის სიტყვები, რომელმაც ჩაიჩურჩულა, ლოზუნგი „დიდება უკრაინას, დიდება გმირებს“. ლუგოვოიმ გენერალური პროკურორის მიმართ განცხადების ტექსტი ტელეგრამის თავის არხზე გამოაქვეყნა. მასში ლუგოვოი აცხადებს, რომ მელაძეს შემოწმება სჭირდება, რადგან ის „თავს უფლებას აძლევს განადიდოს ტერორისტული სახელმწიფო“. მელაძის ჩურჩული თითქმის მაშინვე გახდა მრავალი რუსი პოლიტიკოსის ციტირების ამაღლების საფუძველი. მაგალითად, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ელენა დრაპეკომ დაუყოვნებლივ მოითხოვა მელაძის „უცხო აგენტად“ აღიარება, ხოლო ელენა აფანასიევამ, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მოითხოვა. ანდრეი ლუგოვოი ცნობილია, როგორც რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობის მთავარი ეჭვმიტანილი. ლონდონის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე რობერტ ოუენმა საჯარო გამოძიების შემდეგ განაცხადა, რომ ლუგოვოი, ისევე როგორც ბიზნესმენი დიმიტრი კოვტუნი, დამნაშავეები არიან მკვლელობაში. სასამართლოს მიაჩნია, რომ დიდი ალბათობით ისინი მოქმედებდნენ FSB-ს ხელმძღვანელობით. მათი ქმედებები "ალბათ დაამტკიცა" დეპარტამენტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ნიკოლაი პატრუშევმა. ანგარიშში ასევე ნახსენებია ვლადიმერ პუტინის სახელი.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)