15:06 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-09 12:24:37, 890 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ ჩხაიძე - სააკაშვილი სასამართლოზე დასწრებას ვერ შეძლებს, ეს ზედმეტი ფსიქო-ემოციური დატვირთვაა

"ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლოზე დასწრებას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ შეძლებს. 

ზურაბ ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის ეს იქნება ზედმეტი ფიზიკური და ფსიქო-ემოციური დატვირთვა. 

"სასამართლოზე დასწრებას ვერ შეძლებს პაციენტი, იმიტომ რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ეს არის ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა მისთვის, ფსიქო-ემოციური დატვირთვა და გარდა ამისა, ჩვენი სტაციონარიდან პაციენტის გაშვება სასამართლოში არ ხდება, არ ყოფილა მსგავსი პრეცედენტი მსგავსი არაფერი და ვერც გაკეთდება", - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ. 

ცნობისთვის, დღეს, საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics