14:48 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-06 15:18:17, 1649 ნახვა

ომი უკრაინაში
მედვედევი - დიდ დღესასწაულზე უკრაინელებს წყალობის ხელი გავუწოდეთ, მათ კი არ მიიღეს

დიდ დღესასწაულზე უკრაინელებს წყალობის ხელი გავუწოდეთ, მათმა ლიდერებმა კი არ მიიღეს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს.

მედვედევის თქმით, "ღორებს არ აქვთ რწმენა და თანდაყოლილი მადლიერების გრძნობა, მათ  მხოლოდ უხეში ძალის ესმით".

"ვფიქრობ, სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე ჩვენი სამხედრო პერსონალის უმეტესობამ მშვიდად ამოისუნთქა, როდესაც მთავარმა უკრაინელმა ჯამბაზებმა შობას ცეცხლის შეწყვეტაზე უარი განაცხადეს. სამწუხაროა, რომ ადამიანებმა დაკარგეს ეკლესიაში სიარულის შესაძლებლობა. ღორებს არ აქვთ რწმენა და თანდაყოლილი მადლიერების გრძნობა, მათ ესმით მხოლოდ უხეში ძალის. სწორედ ამას ეფუძნება დასავლური სწავლებები. გაუნათლებელმა ბებია ბერბოკმა და კიდევ სხვებმა მოახერხეს და ზავის დაუშვებლობას მიაღწიეს. ნაცისტების მემკვიდრეები არასდროს ზოგავენ ადამიანებს და ცხოველებს", - ამბობს მედვედევი.

შეგახსენებთ, გუშინ, 5 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა 6 და 7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 6 იანვარს, მოსკოვის დროით 12:00 საათზე უნდა ამოქმედდეს და 7 იანვრის 00:00 საათამდე დარჩეს ძალაში. აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებამდე, "საშობაო ზავის" დაწესების ინიციატივით რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics