|
2022-12-31 14:06:52, 1747 ნახვა
ომი უკრაინაში
სტეფანჩუკი - ეს იყო რთული ბრძოლის წელი ჩვენი თავისუფლებისა და პროგრესული სამყაროს ნაწილად ყოფნის უფლებისთვის
ეს იყო რთული ბრძოლის წელი ჩვენი თავისუფლებისა და პროგრესული სამყაროს ნაწილად ყოფნის უფლებისთვის, - განაცხადა უკრაინის "რადას" თავჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა. მან საახალწლო მილოცვაში მადლობა გადაუხადა პარლამენტარებს, რომლებსაც ეყოთ გამბედაობა და ისაუბრეს უკრაინის პარლამენტის ტრიბუნებიდან, ის ასევე მადლიერია საერთაშორისო მხარდაჭერის და სანქციების პაკეტებით, რომელიც რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოსთვის ზიანის მომტანი აღმოჩნდა. "ეს იყო რთული ბრძოლის წელი ჩვენი თავისუფლებისა და პროგრესული სამყაროს ნაწილად ყოფნის უფლებისთვის. ომის პირველივე დღეებიდან ჩვენ ვიგრძენით ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა ერთგული და სანდო მეგობრებისგან. მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტარებს, რომლებმაც გამოიჩინეს პირადი გამბედაობა და ისაუბრეს უკრაინის პარლამენტის ტრიბუნიდან, როდესაც მტერი ჩვენს დედაქალაქთან ახლოს იყო. ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, სლოვაკეთის, საფრანგეთისა და ევროპარლამენტის უმაღლესი წარმომადგენლების გამოსვლები სამუდამოდ დარჩება ჩვენი ერთიანობისა და წარმატების ისტორიაში. მინდა მადლობა გადაგიხადოთ სანქციების 9 პაკეტისთვის! უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის და ევროპარლამენტის მიერ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებისთვის. პარლამენტარ ქალთა პირადი ხელმძღვანელობისთვის - რობერტა მეცოლა, პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, ბერბელ ბასი და იაელ ბრაუნ-პივეტი. და რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ იმ ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები მუდმივად უწევს უკრაინას და უკრაინელ ხალხს" - განაცხადა სტეფანჩუკმა.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)