17:44 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-30 23:20:38, 1880 ნახვა

საზოგადოება
ჟურნალ „იუსტიციის" მესამე ნომრისა და ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა

დღეიდან დაინტერესებულ საზოგადოებას ჟურნალში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიების თუ ინტერვიუების ნახვა ჟურნალის ვებგვერდზე  შეეძლებათ.

ვებგვერდის პრეზენტაციასთან ერთად, (http://iustitia.gov.ge/ge) მოწვეულ სტუმრებს ჟურნალის ახალგამოცემული მესამე ნომერიც წარუდგინეს.

ქართულ-ინგლისური ჟურნალი „იუსტიცია" (ლათ. „IUSTITIA") 2021 წლის ივნისში იუსტიციის მინისტრის ინიციატივით დაარსდა, 2021 წლის სექტემბერში კი, ჟურნალის პირველი ნომერი გამოიცა. ის ყოველკვარტალური, რეფერირებადი და რეცენზირებადი გამოცემაა. მისი მიზანია სამართლის ცალკეული დარგის განვითარებისა და იურიდიულ საკითხებზე აკადემიური დისკუსიის გაღრმავების ხელშეწყობა.

სამეცნიერო სტატიების გარდა, „იუსტიციაში" ქვეყნდება მნიშვნელოვანი ინტერვიუები; სამართლის კლასიკად აღიარებული ნაშრომების ქართულენოვანი თარგმანები; სტატიები იმ პირთა შესახებ, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სამართლებრივი აზრის განვითარებაში.

საიტის და ჟურნალის ახალი ნომრის პრეზენტაციას ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის, სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics