18:47 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-29 10:40:36, 749 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი კადეტების საახალწლო ღონისძიებას დაესწრო

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დაესწრნენ. მინისტრმა სიტყვით მიმართვისას თავდაცვის ძალებისთვის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან კადეტებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა. 

„კადეტთა შემოქმედებითმა ჯგუფმა სტუმრებს მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამა შესთავაზა. მოზარდებმა მხატვრული, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს. 

კადეტების საახალწლო ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული დაესწრნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics