16:22 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-26 11:34:25, 1026 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ჩვენ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენი ქვეყანა გვიყვარს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში არსებულ რთულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს, რათა დაეხმაროს ომში მყოფ ქვეყანას.

ღარიბაშვილმა ასევე დასძინა, რომ მთავარი ამოცანა მაინც საკუთარ ეროვნული ინტერესების დაცვაა. 

„ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ და ვაკეთებთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას, მხარი დავუჭირეთ ყველა ფორმატში. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის არ იყო სასიამოვნო, იმ განცხადებების მოსმენა, რომელსაც ჩვენ ვისმენთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ვინაიდან მათი ქვეყანა არის ომში, არ გვსურს ზედმეტი განცხადებების გაკეთება. ჩვენი მთავარი ამოცანა არის საკუთარ ეროვნული ინტერესების დაცვა. ჩვენ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, დღეს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - ელჩების კონფერენცია 2022 გაიხსნა.

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics