|
2022-12-25 23:45:53, 2447 ნახვა
საზოგადოება
იზრუნე ჯანმრთელობაზე ნებისმიერი ადგილიდან
ყველა ჩვენთაგანს გამოგვიცდია შემთხვევა, როდესაც ექიმთან მისვლას გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვახერხებდით, რაც უარყოფითად აისახებოდა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და შრომისუნარიანობაზე. სტატისტიკურად სპეციალისტთან დაგვიანებული მიმართვიანობის მიზეზებიდან პირველ ადგილზე დატვირთული ცხოვრების რეჟიმი დგას. აქედან გამომდინარე არსებულ მგომარეობასთან შეგუება და სიტუაციაზე მორგება გვიწევს, თუმცა გამოსავალი არც თუ ისე ცოტა ხნის წინ REDMED-ის სამედიცინო პლატფორმამ გვაპოვნინა. წამყვანი კომპანიები ყოველდღე ზრუნავენ იმაზე, რომ მათი მომხმარებლების ცხოვრება გამარტივდეს, იყოს კომფორტული და რაც მთავარია დაზოგონ დრო, რაც ყველასთვის ასეთი მნიშვნელოვანია. პირველ ასეთ სამედიცინო სერვისების პლატფორმას მიეკუთვნება REDMED-ი, რომელიც აერთიანებს 20-ზე მეტი სპეციალობის 300-მდე ქართველ ექიმს საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. REDMED-ის ინოვაციურ სერვისებში შედის : ● ექიმთან ონლაინ კონსულტაცია ● ექიმის სახლში გამოძახება ● კლინიკაში ჩაწერა ● საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ექიმებთან კონსულტაცია ● ლაბორატორიის სახლში გამოძახება REDMED-ის მოსახერხებელი ფორმატი საშუალებას გვაძლევს მარტივად და კომფორტულად მივიღოთ ჩვენთვის სასურველი სერვისი, მხოლოდ საჭიროა აპლიკაციისა თუ საიტის მეშვეობით ძიების ველში ჩავწეროთ ექიმის, სპეციალობის, კლინიკის ან დაზღვევის დასახელება და ჩამოთვლილი ვარიანტებიდან ავირჩიოთ ჩვენთვის მოსახერხებელი. ჩამონათვლის გარდა, ძიების შედეგების გვერდზე დაგხვდებათ შედეგების გაფილტვრის სხვადასხვა ღილაკები - თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ კონსულტაცია ექიმთან საქართველოში ან სახღვარგარეთ და ასევე მონიშნოთ სამი ალტერნატივიდან სასურველი : სატელეფონო კონსულტაცია, ვიდეო კონსულტაცია ან ექიმის გამოძახება სახლში. დაზღვეული პაციენტებისთვის ექიმთან კონსულტაციის თანმდევ დისკომფორტს სადაზღვეო დოკუმენტაციების მენეჯმენტი წარმოადგენს. REMDED-მა ამ პრობლემასაც გამოუძებნა მოგვარების გზა და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, თქვენგან დამოუკიდებლად ვიზიტის შემდგომ ელექტრონულად მოგაწვდით ყველა საჭირო დოკუმენტაციას. REDMED-ის პლატფორმის საშუალებით შესაძლებლობა გაქვთ ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღოთ კონსულტაცია საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი წამყვანი ექიმებისგან, რომელთა სპეციალობებიცაა : გინეკოლოგია, რადიოლოგია, უროლოგია, ნევროლოგია, ინფექციური დაავადებები, გერიატრია, ბავშვთა ონკოჰემატოლოგია და ნევროლოგია, შემდეგი ქვეყნებიდან : ამერიკა, გერმანია, ავსტრია და ა.შ. ადრეული დიაგნოსტიკა და რუტინული კვლევები გვეხმარება ამოვიცნოთ ასიმპტომური დაავადებები და მოვახდინოთ მათი გართულებების პრევენცია, მთავარი მიზეზი კი, რატომაც უნდა მივმართოთ სპეციალისტს დროულად და რაც კვლევებითაც დასტურდება, არის ის, რომ იქამდე, სანამ მოვახდენთ დაავადების დიაგნოსტიკას, ყოველთვის წარმოგვიდგენია უარესი გამოსავალი, რადგან დაავადების ქრონიკული მიმდინარეობა ჩვენს ორგანიზმს, ისევე როგორც ფსიქიკას აყენებს სტრესულ მდგომარეობაში, ამ მდგომარეობაში ცხოვრება კი აქვეითებს შრომისუნარიანობას და აისახება ცხოვრების სტილზეც. ქოლ-ცენტრში ზარის განხორციელების დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, გამოიყენეთ შესაძლებლობა გახდეს ეს პროცესი კომფორტული და REDMED-ის პლატფორმის დახმარებით განახორციელეთ სასურველი პროცედურა ელექტრონული მოწყობილობით, სიმპტომების გამოჩენისთანავე კი გაიარეთ აუდიო ან ვიდეო კონსულტაცია, რომ იგრძნოთ თავი მშვიდად.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)