|
2022-12-25 01:53:38, 2044 ნახვა
საზოგადოება
„ხსნის არმიის“ ეკლესია ქრისტეს შობას ზეიმობს
ქრისტეშობისადმი მიძღვნილი საზეიმო ლიტურგია მიმდინარეობს „ხსნის არმიაში“. „კაცობრიობის ისტორიაში არ მომხდარა იმაზე დიდი მოვლენა, ვიდრე იესო ქრისტეს განკაცებაა. იესო ქრისტეს იუდეის ბეთლემში დაბადებით, მისი ცხოვრებით, სწავლებით, ქადაგებით და სიყვარულით გამოვლინდა მამის უპირობო სიყვარული ჩვენდამი, იმისთვის, რომ კაცობრიობა გადარჩენილიყო და გვქონოდა ხსნა. ამიტომ მთელ საქართველოს ვულოცავ ამ დღესასწაულს და ვუსურვებ, რომ ჰქონდეს მშვიდობა სულში, შინ და გარეთ და უფლის თანდასწრება იყოს მათთან“, – თქვა პირველ არხთან საუბრისას „ხსნის არმიის” რეგიონულმა მეთაურმა, რევაზ ბახტაძემ. საქართველო ერთ-ერთია იმ 132 ქვეყნიდან, სადაც ქრისტიანული ეკლესია „ხსნის არმია“ და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია მოღვაწეობს. ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაცია მე-19 საუკუნის შუა წლებიდან არსებობს, საქართველოში კი 1993 წლიდან მოღვაწეობს და ჰუმანიტარული საქმიანობის ფართო ქსელი აქვს. „ხსნის არმიის“ მიზანია სახარების ქადაგება, ღვთის სიტყვის გავრცელება, ხელმოკლე და გაჭირვებულ ადამიანთა დახმარება და სხვა საქველმოქმედო საქმიანობა. „ხსნის არმია“ წარმოდგენილია თბილისში – ოთხი და რუსთავში ორი ადგილობრივი ეკლესიით, ასევე მათი ეკლესიები ფუნქციონირებენ ბათუმსა და ლაგოდეხში. „ხსნის არმიელთა“ საღვთისმსახურო შეკრებებში საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 800 კაცი მონაწილეობს.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)