20:31 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-22 17:32:41, 1688 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის დაზვერვა - რუსეთი 22 ან 23 დეკემბერს უკრაინაზე მორიგ სარაკეტო თავდასხმას გეგმავს

რუსეთი, სავარაუდოდ, 22 ან 23 დეკემბერს უკრაინაზე მორიგ მასიური სარაკეტო თავდასხმას განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Pravda უკრაინის დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაზვერვის წყაროების ცნობით, რუსეთი მინიმუმ 67 საკრუიზო რაკეტას გაუშვებს და დარტყმაში ჩართავს ყველა ხელმისაწვდომ საკრუიზო რაკეტის მატარებელს, რომელთა მანძილი 500 კილომეტრი  და მეტი იქნება.

არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ყირიმში სევასტოპოლის საზღვაო პორტმა 23-დან 27 დეკემბრის ჩათვლით შეზღუდა ნებისმიერი გემისა და თვითმფრინავის გადაადგილების არეალი რაკეტების გასროლის გამო.

ცნობისთვის, რუსეთმა წინა მასიური სარაკეტო შეტევა 16 დეკემბერს განახორციელა. მაშინ ოკუპანტებმა 74 რაკეტა გაისროლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics