18:55 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-22 14:35:21, 1302 ნახვა

პოლიტიკა
კრამონი - ყველა პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის კეთილდღეობა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა

ყველა პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის კეთილდღეობა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა,- ამის შესახებ ევროდეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე წერს.

ევროდეპუტატი, საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დროს გადაღებულ სურათსა და დღეს სასამართლო პროცესზე ჩართვის დროს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

„ბოლოს, როდესაც მიხეილ სააკაშვილს შევხვდი, ჯანმრთელი ადამიანი იყო. ახლა ის ასე გამოიყურება, მას შემდეგ, რაც წელიწადზე მეტი გაატარა საქართველოს ციხეში. ყველა პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის კეთილდღეობა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა“,- წერს კრამონი.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობის განხილვა მიმდინარეობს. პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა.

ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

აღნიშნულს წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics