20:31 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-21 22:39:07, 1693 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტსა და კონგრესს

დღეს ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტსა და კონგრესს, მათი საჭირო მხარდაჭერისთვის, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც სტუმრად იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში, პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან.

მისივე თქმით, უკრაინის და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობა კვლავ უნდა გაგრძელდეს, რათა გამარჯვება კიდევ უფრო მოახლოვდეს. მან დასძინა, რომ გამართავს მოლაპარაკებების სერიას უკრაინის გამძლეობისა და თავდაცვის საკითხების გასაძლიერებლად, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად.

"დღეს ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტსა და კონგრესს, მათი საჭირო მხარდაჭერისთვის და ასევე იმისთვის, რომ გავაგრძელო თანამშრომლობა, რათა ჩვენი გამარჯვება კიდევ უფრო მოახლოვდეს.  მე გავმართავ მოლაპარაკებების სერიას უკრაინის გამძლეობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად . კერძოდ, ჩვენ განვიხილავთ უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივ თანამშრომლობას აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან.

მომავალ წელს, ჩვენ უნდა დავუბრუნოთ უკრაინის დროშა და თავისუფლება მთელს ჩვენ მიწას და ხალხს" - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics